|
2018-02-05 12:55:17, 1436 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ცვლილებები, რომელსაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, სკოლას მეტად უსაფრთხოს გახდის
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. პროექტის განხილვას სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით ცვლილებები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, სკოლას მეტად უსაფრთხოს გახდის. “ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება და ინიციატივაა. მივესალმები ამ ერთობლივ პროექტს, რომელიც მომზადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს მონაწილეობით და მისი შინაარსი არის უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო გარემოს, ბავშვებისთვის არაძალადობრივი გარემოს შექმნა და მაქსიმალური პრევენცია, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ტიპის ძალიან სახიფათო ფაქტები, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით. ამიტომ, ამ პროექტის არსი არის ის, რომ გაიზარდოს პრევენციული წინაპროფილაქტიკური ღონისძიებები, მანდატურის სამსახური დაიხვეწოს, გაფართოვდეს, მისი უფლებამოსილება დაკონკრეტდეს და ზუსტად ასახავდეს ის იმ საფრთხეების პრევენციას და საფრთხეების თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა შეიქმნას სკოლაში. ბავშვებთან მოპყრობის წესი, მათი პრობლემების შეჯახების შემთხვევაში სკოლა როგორ რეაგირებს, მანდატური რას აკეთებს, რა ეტაპზე ხდება ჩარევა - რომ ეს ყველაფერი კანონში იყოს კარგად გააზრებული, რაც ითარგმნება იმგვარად, რომ მივიღოთ მაქსიმალური დაცვის ღონისძიებები ბავშვებისთვის, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხო გარემოში და ის ბავშვები, რომელიც შესაძლოა იყვნენ გარკვეულწილად დარღვევის ინიციატორები, ან შესაძლოა რაიმე საეჭვო ან კანონსაწინააღმდეგო საქმეებს ატარებდნენ, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოქმედებდეს მანდატური. აი ეს ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი ამ პროექტში, ამიტომ, ნამდვილად მივესალმები ამ ინიციატივას და მე ვფიქრობ, რომ უკვე მალე დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში ამ კანონის განხილვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)