10:55 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-03 18:15:53, 2173 ნახვა

სამართალი
ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პროკურატურა #35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვანისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ დაპირისპირების დროს ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით 2 არასრულწლოვანს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ არასრულწლოვან ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირ N16-თან მდებარე ე.წ.  ,,წითელ ბაღში’’, ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ა. ნ., ლ. ხ. და ბ. ა. სასწავლო წლის ბოლოს გასამართ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდნენ ქ. თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს, მათ კლასელს ნ.მ.-ს და ყოფილ პარალელურ კლასელებს, ამჟამად ქ. თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნ.ც.-ს, ი.ც.-ს და  ლ.ხ.-ს.  საუბრისას მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც  გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც არასრულწლოვანმა ა.ნ.-მ მკვლელობის განზრახვით, დანით ასევე არასრულწლოვნებს ნ.ც.-სა და ი.ც.-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები.

სამართალდამცველებმა ა.ნ. 2018 წლის 1 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics