|
2018-02-03 16:02:18, 1452 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში უმცროსკლასელებისგან 2 ათასი წერილი გაიგზავნა
პროექტი „წერილები ჯარიკაცებს" გრძელდება. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა ქალაქ თბილისის 177-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და უმცროსკლასელების მიერ წერილების წერის პროცესს დაესწრო. ცენტრის ინფორმაციით, 177-ე საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეების სახელზე წერილები მოამზადეს. ბავშვებმა წერილები შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს პირადად გადასცეს. სამხედროებმა ბავშვებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი ჯარისკაცების როლზე ესაუბრნენ. მათ სკოლის აღსაზრდელებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ჩატარებული ჰუმანიტარული მისიებიც გააცნეს. მოგვიანებით, მოზარდებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებთან შეხვედრას სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი „წერილები ჯარისკაცებს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად ხორციელდება. პროგრამის აქტივობების შესაბამისად, მოსწავლეები საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს წერილებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ. სკოლების ინფორმირებას პროგრამის შესახებ, მოსწავლეთა ჩართულობასა და წერილების შეგროვებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს, წერილებს კი თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში აგზავნის, საიდანაც სამხედროების მოწერილი საპასუხო ბარათებიც ჩამოაქვს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ წელს 2000 წერილი შეაგროვა. პროგრამაში 11 ქალაქის 42 სკოლა ჩაერთო. მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს. წერილებს საქართველოდან „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები რამდენიმე კვირაში მიიღებენ. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)