05:46 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 20:00:17, 1790 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა ამ სექტორის მიმართ ინტერესს გაზრდის

„ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, მომართვის საფუძველზე ინფორმაცია მიიღოს საქართველოში არსებული წიაღისეული რესურსების საბადოებისა და გამოვლინებების შესახებ  ელექტრონულად და მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ წიაღისეულის მართვის ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ამ სექტორში  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას, ასევე ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი გარემოს შექმნას ემსახურება.

 პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მარტივი ხელმისაწვდომობა გაზრდის ინტერესს ამ სექტორის მიმართ, ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics