09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:33:06, 1536 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

პროკურატურა ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო და აღკვეთის ღონისძიების სახით, ერთ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ტრანსგენდერი ქალის მიმართ გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ბ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ.ო.-მ  გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს. ბ.ო.-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ  დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბ.ო. 2018 წლის 31 იანვარს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.თბილისში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics