09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 16:23:55, 1496 ნახვა

სამართალი
ლომჯარიამ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე თბილისის საქალაქო  სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

განმცხადებელი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენს, მიუთითებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის გამო, კარაოკე ბარებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა, თანასწორობის საკითხზე ევროკავშირის დირექტივების მიმოხილვის საფუძველზე, ყურადღება გაამახვილა მომსახურების ხელმისაწვდომობაზე,როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა საქონლისა და მომსახურების მიღებისას დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე განიხილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ საქონელსა და მომსახურებაზე  ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობისას მნიშვნელოვანია, ადამიანის სექსუალურმა ორიენტაციამ არ გამოიწვიოს მიკერძოება, სერვისის მიმწოდებლებს არ ჰქონდეთ წინასწარ შექმნილი ჰომოფობიური განწყობა და სერვისით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილებები არ დააფუძნონ პირის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ლგბტ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics