|
2018-02-02 16:10:35, 1965 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც პოლიტიკური ნიშნით დევნას ახორციელებდა
„სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა, 2012 წლის ამნისტიის კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან საპარლამენტო უმრავლესობის საკნონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ისაუბრა. „საკითხი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ აქტიური განხილვის ფაზაშია შესული. საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში ყოველთვის იყო ჩემი უაღრესი ინტერესის საგანი, რადგან დარწმუნებული ვარ, არც წინა ხელისუფლების დროს არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა და ბუნებრივია, არც მომავალში უნდა მოხდეს. როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან შევქმენი მექანიზმი განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ და ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს. შემდეგ საპარლამენტო გამოსვლების დროს არაერთხელ მიმიქცევია ყურადღება იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნა. დღეს, როცა ხდება განხილვა ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც საქართველომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დევნა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)