09:37 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-31 20:02:00, 2158 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილის ოჯახს სურს, მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სურს, მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისის ხეობაში გაიმართოს.

ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

„ჩვენ გვსურს დავაზუსტოდ შეხვედრის დეტალები, კერძოდ, თუ სად გაიმართება ეს შეხვედრა. მე გავაჟღერებ პანკისის ხეობის მკვიდრების, უხუცესთა საბჭოს და აგრეთვე, გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების პოზიციას და თხოვნას უპირველესად, რომ ეს შეხვედრა გაიმართოს პანკისის ხეობაში, სადაც მოხდება სათანადო დახვედრა. იქ გაჟღერდება ერთობლივი თხოვნა, ერთობლივად იქნება შეჯერებული მათი წუხილი და იქ უფრო ადვილი იქნება და კარგად გასაგები, თუ რატომ ითხოვდნენ ისინი კონკრეტულად მასთან შეხვედრას“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics