15:20 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-30 16:36:52, 2166 ნახვა

მსოფლიო
სიცილიაში სპეცოპერაციის შედეგად 30-ზე მეტი მაფიოზი დააკავეს

სიცილიაში სპეცოპერაციის ფარგლებში 30-ზე მეტი მაფიოზი დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით,  კატანიაში იტალიის პოლიციამ სანტანჯელოს კლანის 33 წევრი დააკავა, რომლებიც მაფიოზურ დაჯგუფება „კოზა ნოსტრასთან“ არის დაკავშირებულნი. 

დაკავებულების  საქმიანობის ძირითადი სფერო ნარკოტიკები და შეიარაღებული თავდასხმაა.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, ადგილობრივი მაფიის მეთაურის შვილიშვილია, რომელიც ოქტომბერშიც იყო დაპატიმრებული. 

"კოზა ნოსტრას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ეს რიგით მეოთხე ოპერაციაა.  სამართალდამცველებმა „კოზა ნოსტრასთან“ მოკავშირე ერთ-ერთი კლანის 40-მდე წევრი 24 იანვარს დააკავეს.

მანამდე, პოლიციამ აგრიჯენტოს პროვინციაში 50 -მდე ადამიანი დააკავა. მათ შორის სან-ბიაჯო-პლატანის მერი. 22 იანვარს  პოლიციამ დაჯგუფება „კამორას“ 45 წევრი აიყვანა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics