07:34 - 25 Jul, 2026
|
2018-01-30 09:46:43, 1022 ნახვა
რეგიონი
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ ჟინვალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეგახსენეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული იყო ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)