04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 20:46:13, 1733 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: სააკაშვილის გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასება გაიხსნენა აღნიშნა, რომ გირგვლიანის ტრაგედიას სააკაშვილმა პოლიტიკური ცირკი უწოდა. მისივე თქმით, მიუღებელია, როცა  სხვა პოლიტიკოსები და მათ შორის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის გამართლებას ცდილობენ:

„თუ ერთის მხრივ გასაკვირი არ არის, რომ თავად სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეს „პოლიტიკური ცირკი“ უწოდა, რა თქმა უნდა,  გასაკვირი და მიუღებელია, რომ სხვა პოლიტიკოსებიც ცდილობენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გამართლებას და გამართლების პროცესის ერთ-ერთ ფლაგმანად სწორედ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გვევლინება“,-აღნიშნა წულუკიანმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელიც, მათი შეფასებით, სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს და მართლმსაჯულების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინიციატივაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს, არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე.

ეს საქმე ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა. და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება.
შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა.

სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ამ ცვლილებებს სიმბოლურად  “გირგვლიანის შესწორებები” დაერქვა.

„ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქციის შიგნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ცვლილებები კი მსგავს დანაშაულებებზე მკაცრი სანქციების დაწესებას განაპირობებს.

„დღეს გავახმოვანეთ მხოლოდ იდეა. მთავარი მიზანია ადამიანის დაცვა, მისი პატივი და ღირსება, მართლმსაჯულება და მისი დაცვა, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამ რეგულაციებს მივიღებთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics