06:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 17:15:26, 2101 ნახვა

პოლიტიკა
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

მიმდინარე კვირაში, კომიტეტები პირველი მოსმენით განიხილავენ საქართველოს მთავრობის ინიციატივას „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტს.

საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში განიხილება ასევე  „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე პროეტთა პაკეტი, რომელიც 13 დოკუმენტს მოიცავს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე  მომავალ სასესიო კვირაში პლენარული სხდომა იმსჯელებს.

დღევანდელ სხდომაზე ბიურომ ასევე იმსჯელა საორგანიზაციო საკითხებზე, მათ შორის, ახალი ფრაქციების შექმნის გამო, კომიტეტებში, კვოტების გადანაწილებისა და პერსონალური შემადგენლობის ცვლილებების თაობაზე.

ბიურომ ცნობად მიიღო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  უარყოფითი დასკვნა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო პენსიის შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  საკანონმდებლო წინადადებასტან დაკავშირებით.

ბიურომ ასევე ცნობად მიიღო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, ირინა ფრუიძე, ირაკლი ბერაია, ირაკლი შიოლაშვილ ) ვიზიტის ანგარიში.

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics