08:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 15:18:02, 1719 ნახვა

სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ადევნებაში ბრალდებული დანმაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151′-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა. 

„2017 წლის 4 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, დანაშაულად გამოცხადდა ადევნება. კერძოდ, დასჯადი გახდა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. 

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულის ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით  საქმეში  ჩართული იყო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი, რომელმაც დაზარალებულის მორალური მხარდაჭერა უზრუნველყო და მისი საგამოძიებო და საპროცესო პროცედურების შესახებ დროული ინფორმირება მოახდინა. 

ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ ვ.ჭ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა პირობითი მსჯავრი ორი წლის ვადით.  ასევე, მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით არ დაამყაროს რაიმე ფორმით ურთიერთობა დაზარალებულთან და მისი ოჯახის წევრებთან, თავი აარიდოს მათთან შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, არ მოინახულოს აღნიშნული პირების საცხოვრებელი, სასწავლო და სამუშაო ადგილები, თავი შეიკავოს უშუალო და ტექნიკური საშუალებებით მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან და მათი სახელების გამოყენებით რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან. 
აღსანიშნავია, რომ ადევნების კრიმინალიზაციის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით 12 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა , საიდანაც 6 საქმე გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics