|
2018-01-26 19:10:52, 1841 ნახვა
კომენტარი
ჯანგირაშვილი: ირაკლი კობახიძე მგონი იმას მაინც მიხვდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საკმაოდ სერიოზული თემაა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მგონი მინიმუმ იმას მაინც მიხვდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი საკმაოდ სერიოზული თემაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა. როგორც ჯანგირაშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მიიჩნევს, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო ფართო მასშტაბიანი უნდა იყოს, რათა კერძო მედია ორგანიზაციებმა პარლამენტის სხვა წევრებს შესაბამისი არგუმენტაცია წარუდგინონ. „საკითხი არის ძალიან რთული და ასე მარტივი და უხეში ლობირების გზით ამ საკითხის გატანა უბრალოდ არასწორია. ვთვლი, რომ ირაკლი კობახიძე ამ საქმის ერთ-ერთ მთავარი ლობისტია. არ მქონია ილუზია, რომ ამ შეხვედრით რაღაც რადიკალურად შეიცვლებოდა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უმრავლესობის სხვა წევრებიც უნდა დავარწმუნოთ ჩვენი არგუმენტების სისწორეში. თავიდან პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ დესტრუქციული იყო, მაგრამ მგონი მინიმუმ იმას მიხვდა, რომ სერიოზული თემაა ეს. რაც შეეხება შემდეგ შეხვედრას, რომელიც სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება, რა თქმა უნდა ველოდები შედეგს, რადგან ის იქნება შეხვედრა უმრავლესობის ნეიტრალურ წევრებთან, რომლებსაც არ აქვთ იმ თავითვე ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლებიც არ არიან ვასილ მაღლაფერიძის ლობისტები. მათთან შეხვედრიდან შედეგს ველოდები იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს უნდა მოისმინოს არგუმენტები და მხოლოდ ამის მიხედვით და შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთ დროს ჩვენ შედეგი ყოველთვის გვაქვს. მაგრამ როდესაც ადამიანს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი რაღაც - ეს სულ სხვაა. მაგალითად: ეკა ბესელიასთან შეხვედრის აზრს საერთოდ ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვუთხრათ მას - ის მაინც იტყვის, რომ ჩვენ არ გვაქვს არგუმენტები ხოლო მისი არგუმენტები არის სწორი. ამიტომ ბესელიასნაირ ადამიანებთან შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ საბედნიეროდ უმრავლესობაში ბევრი სხვაგვარად ფიქრობს და ჩვენი შეხვედრის გარეშეც ძალიან ბევრმა უკვე მესამე მოსმენით არ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)