07:33 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 17:59:19, 987 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტო ახალ პროგრამას იწყებს

აჭარის დასაქმების სააგენტო ახალი პროგრამას - ,,პრფესიულ მამზადება/გადამზადებას’’ იწყებს.

დღეს დასაქმების სააგენტოს დირექტორმა სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული აქტივობები განიხილეს.

პროგრამა მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგელბში მომზადდება 80 და გადამზადდება 25 მოქალაქე.

პროგრამით სარგებლობა შეუძლია:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ, პროფესიული მომზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პროფესიული გადამზადების მსურველ, შრომითი ქმედუნარიანობის ასაკის მქონე პირს, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კონკრეტულ პროფესიაში.

პროფესიული მომზადება მოხდება შემდეგ პროფესიებში: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მიღება-განთავსების სპეციალისტი; ფილამწყობი; ბართენდერი; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე; რესტორნის სერვის მენეჯერი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი; მზარეული; მებათქაშე; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; სარესტორნო საქმისმწარმოებელი; შემდუღებელი პროფესიული გადამზადება: დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი; მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი; მზარეული; ამწის მემანქანე. შემდუღებელი საბუთების მიღება 29 იანვარს დაიწყება.

პროგრამაში ჩართვის მსურველი პირი უნდა დარეგისტრირდეს დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს პროფესული მომზადება/გადამზადების განაცხადის ფორმა. რეგისტრაციისას მოქალაქემ უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (აუცილებელია), პროფესიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების არსებობის შემთხვევაში - გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლეთა შერჩევა მოხდება კონკურსის გზით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics