|
2018-01-26 16:34:39, 1455 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: სარეკლამო ბაზრის კლება რომ იყოს, რაღაც კატასტროფა უნდა მოხდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სარეკლამო ბაზარი მზარდია და კლების შესახებ საუბარი, სიმართლეს არ შეესაბამება. მან მედიის წარმომადგენლებს 2012- 2016 წლის მონაცემები აჩვენა. კობახიძის თქმით, მოცემულ პერიოდში სარეკლამო ბაზარზე 25 მილიონიანი ზრდა ფიქსირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ ძირითადი კომერციული შემოსავლის საშუალებებიც ჩამოთვალა: რეკლამის სპონსორობა, პროდუქციის განთავსება, განცხადებები, ტელეშოპინგი. „10 დღის წინ ხომ დავაანონსეთ ეს შეხვედრა? სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა, წავედი, ვიმეცადინე, 5 ხაზი ამოვბეჭდე, ვნახე, რომ კლება არ არის, ზრდა არის, ასეთივე ხუთი ხაზი რომ მოგეტანათ...“,-მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს. საპასუხოდ ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა განუცხადა, რომ მათ ჩაშლილი ციფრები აინტერესებთ და ის, თუ რა მეთოდოლოგიითაა მიღებული ჯამი. ჯანგირაშვილი ამტკიცებს, რომ სარეკლამო შემოსავლებმა იკლო: „უკაცრავად, მაგრამ 5 ხაზსს ვერ მოგიტანთ, ჩვენ უფრო დეტალურად ვაანალიზებთ, გვითხარით, გაახლებთ 95 ხაზსს. წერილობით მოგართმევთ, დღეს სიტყვაზე გვენდეთ, რომ კლებადია“,-აღნიშა ჯანგირაშვილმა. „5 წლის მონაცემები 5 ხაზზე იწერება, 7 წელი-7 წელზე“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის განმარტებით, 2016 წელს სარეკლამო ბაზარზე შემოსავლებმა 88 მილიონი შეადგინა. მისივე ინფორმაციით, სარეკლამო ბაზარზე ჩავარდნა 2015 წელს დაფიქსირდა, როცა არასაარჩევნო წელი იყო. „ბაზრის კლება ალოგიკური რამეა, სარეკლამო ბაზრის კლება რომ იყოს, უნდა მოხდეს რაღაც კატასტროფა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ციფრები ერთიანი მეთოდოლოგიითაა დათვლილი. თუმცა, მედიის წარმომადგენლები მაინც ამბობენ, რომ ბაზარმა დაიკლო, და განსაკუთრებით დრამატულად რეკლამის კანონში ცვლილებების შემდეგ. მათ თავისი არგუმენტები აქვთ. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ მონაცემებში, რომელიც მას აქვს, ტექნიკური მომსახურება და სხვა არასამაუწყებლო შემოსავლებიც შედის. ამასთან, კუპრაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარს 2015 წლის შემდეგ შეუერთდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემების ასახვაც დაიწყო. თუმცა, ირაკლი კობახიძის შეფასებით, როცა 2016 წელს 2012 წელთან შედარებით, 25 მილიონიანი ზრდაა დაფიქსირებული, აქ საზოგადოებრივი მაუწყებლის გავლენა მნიშვნელოვანი ვერ იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე ასევ ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რეკლამიდან 2 მილიონამდე თახნის დამატება მედიაპლურალიზმს საფრთხეს არ შეუქმნის: „მილიონიდან ორ მილიონამდეა პროგნოზი, ვეტოს დოკუმენტში წერია, რომ ეს 2 მილიონი, საუბარია პროცენტნახევარზე, თურმე თავზე დაგვამხობს ჩვენ მედიაპლურალიზმს. დრამატულად არის წარმოჩენილი საკითხი, რომ თითქოს ეს თანხა გამოიწვევს უმძიმეს რყევებს ქართულ მედია ბაზარზე. მოტივირებული შენიშვნები ასე იწყება:სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციით გულისხმობს დამოუკიდებელი მედიის არსებობას...თურმე ამ ყველაფერს ეს დოკუმენტი თავზე დაგვამხობს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ფიქრობენ, რომ ბაზარზე ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსებული "საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესვლით, არათანაბარი პირობები შეიქმნება.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)