02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 15:35:00, 1621 ნახვა

კომენტარი
„რუსთავი 2“-ის იურისტი: კარგი იქნება, თუ პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის და მედიის მოსაზრებას გაითვალისწინებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ვარაუდობს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებთ, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.

როგორც მურადაშვილმა განმარტა, ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით საზმაუს არგუმენტაციები გაუგებარია.

"ვვარადაუდობთ, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება და რეალური შედეგი არ მოჰყვება. თუმცა, ძალიან კარგი იქნება თუ რეალური შედეგი მოჰყვება და ეს კანონპროექტი არ იქნება მიღებული იმ სახით როგორც იყო და პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა წევრები გაითვალისწინებენ მათივე წევრების, დარგობრივი კომიტეტის მოსაზრებას, ასევე პრეზიდენტის და მედიის მოსაზრებას. ამ პროცესებს დავიწყებთ თავიდან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველას ინტერესი. ეს არის არასამართლიანი. კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამას და ეს ინიციატივა შემოდის ხელოვნურად იმისათვის, რომ მხოლოდ საზმაუს ინტერესები იქნეს გათვალისწინებული. საზმაუს არგუმენტაცია არის გაუგებარი კომერციულ ნაწილთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ეს ჟურნალისტების სტიმულირებისთვის არის საჭირო, მაგრამ ასეთი ტიპის არგუმენტი გაუგებარია. ჟურნალისტი არ უნდა იყოს დაინტერესებული კომერციულ ნაწილში. საზმაუს აქვს გარანტირებული ბიუჯეტი და მზარდია ის ეკონომიკასთან მიმართებაში. მათი ბიუჯეტი აღემატება ძალიან ბევრი მაუწყებლის ერთობლივ შემოსავალს. აქედან გამომდინარე ძალიან უსამართლოა ამ ბაზარზე შემოსვლა",-განაცხადა არხის იურისტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. მედიაორგანიზაციებმა მას და მმართველ უმრავლესობას შეხვედრის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. მათ პარლამენტს მოუწოდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics