2015-01-16 18:52:06, 367 ნახვა
რელიგიის საკითხთა სააგენტო სომხეთის მოთხოვნაზე: ჯერ თითოეული ძეგლის შესწავლა უნდა მოხდეს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში სომხური მხარის მიერ 450 ეკლესიის გადაცემის შესახებ წერილი ნახევარი თვეა შესულია.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოში განუცხადეს.
თუმცა, როგორც სააგენტოში ამბობენ, გადაწყვეტილება თითოეული ძეგლის შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ.მათივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მხარე საქართველოსგან 450 ეკლესიის გადაცემას ითხოვს.
უცხოური მედიის ცნობით, სომხური მხარე გეგმავს, ამ თემაზე იუნესკოს მიმართოს.
„სომხური ეკლესია აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ ხუთ ეკლესიას ედავებოდა. ახლა კი, სია 450–მდე გაიზარდა“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან