06:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 12:46:59, 3557 ნახვა

სამართალი
მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი თქვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე,პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა გეწაძის ხელმღვანელობით  უარი განაცხადა.

სხდომას თავად ჩაბუქიც ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ  საქმეს მტკიცებულებად  დაურთო Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში, სადაც ადვოკატების  თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული.

შეგახსენებთ, 26 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.

მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics