2018-01-25 15:29:41, 1684 ნახვა
კომენტარი
იზორია: მსგავსი უკანონო ქმედებები საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, საქართველოს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება, არაერთგზის ჩვენს საჯარო განცხადებებში აღვნიშნავდით, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები არის ჩვენი ქვეყნის ანექსიისკენ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯი, რაც ასევე მკაფიოდ დაფიქსირდა გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებაში, რომელსაც აბსოლუტურად მთელი გუნდი ვიზიარებთ“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
ავტორი: ,