01:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 13:53:41, 1645 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: თუ გამოთავისუფლებულ შენობებში მოხერხდება განთავსება, ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა აღარ აშენდება

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევასი, თუკი ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ  შენობებში გაერთიანებული სამინისტროს (ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა) განთავსება მოხერხდება, ახალი შენობა აღარ აშენდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მიიღება:

„ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით გახსოვთ,რომ ეკონომიკის სამინისტეროს  ყოფილი შენობა გაიყიდა აუქციონზე 9 მილიონ აშშ დოლარად, ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია.ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა ეს შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა ფუნქციონირება. დღეის მდგომარეობით, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყგვეტილება  ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების. მიწა არის მოძებნილი, პროექტი  გაკეთებულია. ჩვენ განვიხილავთ და ალბათ ამ კვირაში დავასრულებთ უკვე  და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ არ ავხერხებთ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისულფებულ შენობებში რომ განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო,იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდგვარად რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, თუ განვათავსეთ,  სამინისტროს ახალი  შენობა არ აშენდება“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics