01:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 13:39:04, 1548 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვაზე: არ ვიცი, რა დევს ამ განზრახვის უკან, ზოგადად პროპაგანდა ცუდია

 „ალბათ, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც კანონს კარგად იცნობს, უნდა ნახოს აქ გვაქვს ჩვენ რაიმე ინსტრუმენტი, თუ არა. ზოგადად პროპაგანდა არ ვარგა“, - ასე უპასუხა   ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართულ ბაზარზე ვლადიმერ   პუტინის გამოსახულებიანი შოკოლადის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, მოიმოქმედებს თუ არა რაიმეს სახელმწიფო აღნიშნულის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, პროპაგანდა ცუდია:

„მე შემიძლია მორალურად გიპასუხოთ ამ თემაზე,არვიცი, ამ ადამიანს რა უდევს ამ განზრახვის უკან,რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.

რაც ეხება კანონმდებლობას, ალბათ, ჩემზე უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა, ვინც კანონს კარგად იცნობს, უნდა ნახოს აქ გვაქვს ჩვენ რაიმე ინსტრუმენტი, თუ არა. ზოგადად პროპპაგანდა არ ვარგა“,-აღნიშნა ქუმსიშვილმა.

„საქართველო-რუსეთის ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმს, სოციალურ ქსელ Facebook-ში შოკოლადის ფოტოები გაავრცელა, რომლის შეფუთვაზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ყიფიანი წერდა, რონ შოკოლადის პირველი პარტია საქართველოში უახლოეს დღეებში შემოვიდოდა და 20 იანვრიდან გაიყიდებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics