06:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 12:05:45, 2165 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს და ისევ დუმილის უფლებას იყენებს

ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატის ინგა ბოლოთაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლო შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

"შესაძლოა შუამდგომლობის წარმოდგენა სასამართლოში არც დაგვჭირდეს, გამომდინარე იქიდან, რომ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე განჩინება სასამართლომ 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. შესაძლოა პროცესი ჩაინიშნოს არა დღეს, როგორც ამის ვარაუდი არსებობს, არამედ ხვალ 13:00 საათამდე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღირებს და იყენებს დუმილის უფლებას. მარგოშვილის გარდა სხვა პირებთან კავშირის არ ადასტურებს", - განაცხადა ბოლოთაურმა.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის მაია სირააძის ინფორმაციით, დაცვის მხარემ საქმის მთლიანი მასალები გუშინ მიიღო.

"სულ არის 19 ტომი და 56 დისკი. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ამ მასალებს ერთ დღეში გავცნობოდით. დღეს სავარაუდოდ ჩაინიშნება აღკვეთი ღონისძიება. მაგრამ ჩვენ მივმართავთ მოსამართლეს სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნით", - მაია სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 22 იანვარს თბილისში, საქართველოს მოქალაქე ანატოლი ბერძენიშვილი დაააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე  დადგენილია, რომ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics