06:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 15:46:30, 2041 ნახვა

სამართალი
„ბახალას“ დედა: ყოვლად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი - მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, ამ სისტემის გამო

ყოვლად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, - ასე აფასებს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) დედა, ნანა ჩხიკვიშვილი მისი შვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება "ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენების" საფუძველზე მიიღო.

"გამოათაყვანეს საქართველო ამდენი უსამართლობით.  ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებით რომლებიც მერე შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ სახლში ასეთი ტყუილის შემდეგ, ასეთი უნამუსო სპექტაკლის შემდეგ მარტო ჩემი შვილი კი, არ გაწირეს მთელი ოჯახი ვდგავართ ჩემი შვილის უკან. ჩემი შვილიშვილების ამ ქვეყანაში გაჩერება აღარ მინდა. ნამდვილად აღარ მაქვს იმედი. ბავშვობაში ასე, რომ მიყვარდა ჩემი პოლიცია ახლა მძულს ამ სისტემის დანახვა. მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა, ზუსტად ამ სისტემის გამო“, - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო. გიორგანაშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics