05:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-23 12:23:28, 2067 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „ბახალას“ მიმართ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

„ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან, მოქალაქე გ. გ. - ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ.გ.-ს საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის  ბრალდებით მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე “ბახალა” 2017 წლის  იანვარში  დააკავეს. იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics