05:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:38:43, 2038 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მზად ვართ, გავააქტიუროთ საბჭო, რომ ქვეყანაში ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს

 „მზად  ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო, რომ ქვეყანაში  ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართულ უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

„მზად ვართ გავააქტიუროთ ეს საბჭო სწორედ იმ მიზნით, რომ ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკა არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად დაბალანსებული და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები მალე ავსახოთ კანონმდებლობაში, მაგრამ წავიდეთ, თუკი ამაზე თანხმობა იქნება კიდევ უფრო შორსაც იმისთვის, რომ დავიცვათ ის ადამიანები, ვინც არ არის მომხმარებელი იმისგან, რომ არ გახდნენ ისინი მომხმარებლები მომავალში, ვებრძოლოთ იმათ ვისაც, სალაპარაკო ენაზე გამსაღებლებს ვეძახით, რომ ახალი წამახალისებელი ფაქტორები არ არსებობდეს და დავიცვათ ისინი, ვინც უკვე მომხმარებელია,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფებიან შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე პარლამენტის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics