05:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 12:13:41, 1758 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა - შეცდომების გამოსწორება ვეღარ მოხერხდა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს  ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეზე სრულყოფილი გამოძიება არ არის ჩატარებული.

აქედან გამომდინარე, როგორც მან საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე საკუთარ შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ ბრალდების დადგენილება რეალობას აცდენილია.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შინაარსობრივად  ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, ურთიერთგამომრიცხავია მოწმეთა ჩვენებებიც.

„არ ვეთანხმებით ბრალდების დადგენილებას. ის, რაც ბრაალდების დადგენილებაში წერია, არის რეალობიდან ძალიან შორს. მიგვაჩნია, რომ საქმეზე არ არის სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული. არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. არაა დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები. ასევე ის პირები, რომელიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ვისი ვინაობაც დადგენილია, მათთან დაკავშირებით არ არის დადგენილი კონკრეტული პიროვნება კონკრეტულ დროს რას აკეთებდა. მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია. არ ვენდობით მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა. დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც  ვეღარ მოხერხდა. მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. მივიღეთ უამრავი მტკიცებულება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება სიმართლეს. შინაარსობრივად მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics