01:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 11:58:57, 1623 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის სფეროში კანონმდებლო შესაცვლელია.

როგორც მან იუსტიციის სამინისტროში, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ისეთ მოდელზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას შეამცირებს.

„კანონმდებლობა ამ სფეროში შესაცვლელია. მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ისეთ მოდელზე, რომელიც შეამცირებს ქვეყანაში ნარკოტიკების პრობლემას, დაიცავს ჩვენს შვილებს და ახალგაზრდებს ნარკოტიკების ზიანისგან და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ნარკოდამოკიდებულ პირებს დავეხმარებით მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამებით, ხოლო, პოლიციას ხელს შევუწყობთ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. შეხვედრაზე იმყოფება ასევე შს მინისტრი გიორგი გახარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics