05:07 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 11:51:07, 2732 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

თავდაპირველად შესავალ სიტყვას ბრალდების მხარე იტყვის, შემდეგ კი, ამ უფლებით ადვოკატები ისარგებლებენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებბენ იმაზე, რომ ბრალდების დადგენილებას არ ეთანხმებიან. ადვოკატისს მტკიცებით, საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არ არის ჩატარებული.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი შესავალ სიტყვაში ისაუბრებს იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ამასთან, პროკურორ ზვიად ფხაკაძის განმარტებით, ბრალდება დღეს წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომელიც მისივე ინფორმაციით, წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ იქნა მოპოვებული.

„არის რამდენიმე სახის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დამატებითი მტკიცებულებაა იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად, რაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა წინასასამართლო სხდომაზე. მტკიცებულებების ერთობლიობა იძლევა შესაძლებლობას სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი იქნა მხოლოდ აღნიშნული ორი ბრალდებულის მიერ“, - განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ,  პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს.

ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.

მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაშია მიცემული.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics