05:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 11:27:26, 1791 ნახვა

სამართალი
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მესამე დღეა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროცესი  ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე მოკლული გენერლის, სამსაონ ქუთათელაძის საქმეს უკავშირდება.

ექსპერტ-კრიმინალისტებს  მდინარიდან ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული ნივთი არ ამოუღიათ.  სპეციალისტები სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს ეძებენ.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.

17 იანვარს, ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურია დააკავეს, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა. მის მიმართ საქმე სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics