05:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-21 14:11:07, 2056 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ,,ენმ“-ის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ალექსანდრე კვახაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა. ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც  ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში იქნა დაკავებული. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია  პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics