|
2018-01-20 15:41:41, 946 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბულვარში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გუშინ ღამით ზღვაზე განვითარებული შტრომის შედეგად დანაგვიანებული ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ზღვაზე განვითარებულ ძლიერ შტორმს ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სსიპ "ბათუმის ბულვარისა" და შპს „სანდასუფთავების" თანამშრომლები. მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. სსიპ "ბათუმის ბულვარის" მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისათვის, ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)