17:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 13:44:17, 3063 ნახვა

მსოფლიო
დაფინანსების არარსებობის გამო, აშშ-ში სახელმწიფო უწყებების მუშაობა შეჩერებულია

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური უწყებების მუშაობა დაფინანსების არარსებობის გამო შეჩერებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ბიუჯეტის დასამტკიცებლად 100 შესაძლო ხმიდან 60 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა პროექტს მხარი მხოლოდ 50 კანონმდებელმა დაუჭირა. ამ ეტაპზე სენატში კანონპროექტის ახალ ვერსიაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო უწყებების მუშაობა 20 იანვარს, ღამის 12:00 საათზე გაჩერდა და მანამდე არ აღდგება, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება.

 „ეს ძალიან ცუდად ჩანს ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ საზღვრებზე“,- წერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. აღნიშნული საკითხი თეთრი სახლის ადმინიტრაციამაც გააკრიტიკა.

დაფინანსების შეწყვეტა ნიშნავს ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობის გაჩერებას, ექსტრემალური სამსახურების გარდა. ესენია: ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, ფოსტა, საჰაერო სივრცის კონტროლი, მუნიციპალირი სამედიცინო დაწესებულებები, სასწრაფო დახმარება, სტიქიური უბედურების დახმარების სამსახური, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ელექტროენერგეტიკული სამსახურები. დანარჩენი ფედერალური სამსახურების თანამშრომლები ამ დროისთვის უხელფასო შვებულებაში არიან.

ცნობისთვის, ანალოგიური სიტუაცია ამერიკა 2013 წელსაც შეიქმნა. მაშინ უწყებების მიერ მუშაობის შეჩერება 16 დღის განმავლობაში გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემებით, ამ 16 დღე ამერიკას 20 მილიარდი დოლარი დაუჯდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics