|
2018-01-19 15:15:59, 835 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ გასულ წელს დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მესაზღვრეებმა" 2017 წლის განმავლობაში დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა. "სპუტნიკ-ოსეტიას" ინფორმაციით, ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 11%-ით მეტია. "საერთო ჯამში 303 ადამიანი დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ხოლო 211 გამშვებ პუნქტზე. დაკავებულების უმეტესობა - 359 ადამიანი, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. საერთო ჯამში, საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს", - აცხადებენ ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 7 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)