|
2018-01-18 17:57:10, 2676 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სირიის საზღვართან საკუთარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
თურქეთმა საკუთარი არმია სირიის საზღვართან მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, შესაბამის განკარგულება თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ არის გაცემული და ამის მიზეზი სირიაში, აფრინში შესაძლო ოპერაციის ჩატარებაა. მედიის ინფორმაციით, ვითარება აფრინში თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები, რომლებიც თურქეთის სამხრეთ, ამანოსის რაიონში აქტიურობენ, მხარდაჭერას აფრინიდან იღებენ, რომელიც ამავე პარტიის მიერ ფინანსდებიან, აფრინში შესაძლო სამხედრო ოპერაციის ჩატარების საკითხი ანკარას დღის წესრიგში რჩება. ჰათაის პროვინციაში, სირიის მოსაზღვრე ჰასასა და ქირიხანის რაიონებში ტანკებია შეყვანილი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეთაურობით თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა. გამოქვეყნებულ განცხადებაშინათქვამია, რომ თურქეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ზონების შექმნას და ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს ამის თავიდან ასაცილებლად. თურქეთის პრემიერ მინისტრმა ბეკირ ბოზდაგმა განხადა, რომ ოპერაციის თაობაზე. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვთან და ვაშინგტონთან.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)