|
2018-01-17 16:02:44, 898 ნახვა
რეგიონი
დე-ფაქტო გენპროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მარეკ დუდაევის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ინფორმაციას sputnik-ossetia ავრცელებს. ბრალდებული სოფელ არცევის მკვიდრი, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევია. „მარეკ დუდაევის მკვლელობის ფაქტზე გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლებით აღძრა. მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიმართულია დანაშაულის ყველა გარემოებისა და კაზიევის ადგილსამყოფელის დასადგენად და შემდგომ მის დასაკავებლად“, - ნათქვამია ე.წ. გენერალურ პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მისი ცხედარი სოფელ არცევში, ყოფილ კლუბში იპოვეს. დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში დააკავეს. მან ციხეში 9 წელი გაატარა და ამნისტიით 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)