00:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 13:55:09, 1760 ნახვა

კომენტარი
„ბასიანის“ თანამფლობელი: არავის დაჭერა არ გვიხარია, თუმცა პრინციპული იყო გაგვეგო, რამდენადაა მართლმსაჯულება მოწოდების სიმაღლეზე

„ჩვენ არ გვიხარია არავის დაჭერა, თუმცა იყო პრინციპული საკითხი, გაგვეგო მართლმსაჯულება რამდენად იყო მოწოდების სიმაღლეზე“, - ასე შეაფასა კლუბ ბასიანის მფლობელმა ზვიად გელბახიანმა მომხდარ ინციდენტში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, „ბასიანის“ დაცვის წევრებს ბრალდებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, პირიქით, ისინი ცდილობდნენ პიროვნება ტერიტორიიდან მშვიდად გაეყვანათ.

„პოლიციელის დაჭრაზე იყო საუბარი. კარგია, რომ მართლმსაჯულებამ გაიმარჯვა. ჩვენთვის პრინციპული იყო, გაგვეგო, იყო თუ არა მართლმსაჯულება სელექციური და რამდენად იდგა მოწოდების სიმაღლეზე. დაცვის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ მიუხედავად იმისა, რომ დაცვის წევრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ისინი ცდილობდნენ, მას მშვიდობიანად დაეტოვებინა ტერიტორია“, - განაცხადა კლუბ „ბასიანის“ თანამფლობელმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics