00:28 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 12:46:17, 1662 ნახვა

კომენტარი
„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო შს მინისტრი: დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელის ძებნა გრძელდება.

 ე.წ  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა საინფორმაციო სააგენტო „რესს“ განუცხადა, რომ  სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დამნაშავის ვინაობა დადგინდა.

„ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო და სავარაუდოდ, მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა“– განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილის ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.

დე ფაქტო შს მინისტრის თქმით, მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა.

„დამნაშავემ, მაკაროვის იარაღიდან დუდაევს თავში ორჯერ ესროლა“,– განაცხადა ნანიევმა.

როგორც გამოცემა „რესი“ იუწყება, თუ დამნაშავის საქართველოში ყოფნა დადასტურა, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შესაბამისი ორგანოები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებას დაიწყებენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ მარეკ დუდაევი, ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წელს დააკავეს.  2013 წლის 7 ივნისს კი ამნისტიით გათავისუფლდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics