02:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 12:34:58, 2222 ნახვა

სამართალი
„ბასიანთან“ პოლიციელისა და დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე სასამართლოში მივიდა

კლუბ „ბასიანთან“პოლიციელისა და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მივიდა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

სასამართლო დღეს ბრალდებულისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

პროკურატურა ქვლივიძის მიმართ გამოყენებული გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს.

შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics