06:19 - 25 Jul, 2026
|
2018-01-17 09:16:05, 798 ნახვა
რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მის მშობლიურ სოფელ არცევში აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, დუდაევს არცევის კლუბში ყოფნის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლმა მისმა თანასოფლელმა. მარეკ დუდაევი, 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ასევე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ციხეში დუდაევმა 9 წელი გაატარა და 2013 წელს პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)