|
2018-01-16 22:23:49, 1751 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: „ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო - მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი
„ქართულმა ოცნებამ“ გვაჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც შეწყალებულთა საქმეებზეა საუბარი. ”ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და ამ თუ სხვა სიუჟეტებით, კომენტარებით გვაჩვენა, პირველი - რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავთ და მათი მესიჯი არის პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი და აი ასეთი სახის იქნება საარჩევნო კამპანია. მე მათ შინაგან განცდებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ის, რასაც თქვენ უყურეთ, ეს იყო საარჩევნო კამპანია”, - განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, პრეზიდენტის თქმით, საქმეების სატელევიზიო ეთერში განხილვას არ აპირებს, რადგან ეს მისთვის, ამორალურია. ”პირველ რიგში, ძალიან პრინციპულად, არა ერთხელ ყოფილა მცდელობა, რომ მე დავჯდე ეთერში და განვიხილო ხოლმე რომელიმე კონკრეტული საქმე როგორც დაზარალებულის, ასევე კრიმინალის კუთხით. ამ სიბინძურეში არასდროს მიმიღია მონაწილეობა ძალიან სერიოზული ზეწოლის და წნეხის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ ამორალურად მიმაჩნია, კონკრეტული საქმეები ვარჩიოთ პირდაპირ ეთერში და ამას ვერ მაიძულებს ვერავინ, რომ დავჯდე და დავიწყო მოყოლა იმ ტრაგედიების, რომელსაც ვისმენ. ტრაგედიები ორივე მხარეს არის ხოლმე, დაზარალებულის მხარესაც და კრიმინალის მხარესაც. საუბარი იყო რაზე, როგორც იყო მოწოდებული სიუჟეტში - შეიწყალეს და ქუჩაში დარბიან თურმე კრიმინალები. ლაპარაკი იყო 20-წლიან, 15-წლიან მუხლებზე, სადაც წელიწადნახევარი ან რამდენიმე თვე მოაკლდა. შეუმცირდათ სასჯელი და ამის მიზეზებს და ლოგიკას აქ არ განვიხილავ. ყველა საქმე, რომელიც იყო ნახსენები და მოტანილი, იყო კომისიის რეკომენდაციით. იქ სხედან ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჰუმანურობიდან გამომდინარე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან ასევე დაზარალებულ ოჯახებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ შეურაცხყოფას არავინ აპირებს: „მინდა გარვეულწილად შევეხმიანო იმ ადამიანებს ვინც სიუჟეტში იყო ჩართული. იყო იქ ადამიანების ტკივილიც, ვინც დაზარალებულები არიან. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალის შედეგად დაზარალდა, ხოლო კრიმინალის ჩამდენები მერე ამა თუ იმ ფორმით ყოფილან, არიან ან იქნებიან შეწყალებულები. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მესმის თქვენი ტკივილის, ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახის წევრის ან რომელიმე ახლობელი ადამიანის მიმართ არის განხორციელებული ძალადობა. ის დღეები, როდესაც მე ვიხილავ ხოლმე შეწყალების საქმეებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალადობის, უსამართლობის, ჩაგვრის შესახებ მიხდება ხოლმე ამბის მოსმენა. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, იცოდეთ რომ თქვენი ტკვილი როგორც ჩემთვის, ისე კომისიის წევრებისთვის არის უაღრესად გასაგები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს ვინმე ეუბნება, რომ ისინი არიან უდანაშაულოები, შეწყალება არ ნიშნავს, რომ ვინმე ამბობს, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. იცოდეთ, რომ არავინ თქვენს შეურაცხყოფას არ აპირებს და ეს გულში არავის არ აქვს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)