22:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 18:59:46, 1796 ნახვა

კომენტარი
„ბასიანის“ დაცვის უფროსი: პროკურატურას კითხვები არ ჰქონია, უბრალოდ საქმის მიმდინარეობა გამაცნეს

კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსმა, ზვიად მესხმა თბილისის პროკურატურა დატოვა.

როგორც მესხმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ და მხოლოდ საქმის მასალებს გაეცნო.

„კითხვები არაფერი არ ჰქონიათ სამართალდამცავებს, უბრალოდ საქმის ვითარებაში ჩამაყენეს, გამაცნეს მთლიანად საქმის მიმდინარეობა, კურსი. კითხვები გამიჩნდა, თუმცა კონკრეტულად ახლა ვერ ვისაუბრებ, არ შემიძლია. არაფერი შეუსაბამობა არ იყო, უბრალოდ დამიბარეს და გამაცნეს რაც ხდება დღეს“, - განაცხადა მესხმა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს, მოქალაქე თ.ქ.-მ შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებულის დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics