02:18 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 14:59:13, 2012 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: ავჭალაში ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ავჭალაში, ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის დგინდება გარდაცვლილების საახლობლო წრე, ვისთანაც ოჯახს კავშირი ჰქონდა, გამოიკითხნენ მეზობლები და ახლობლები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს, რათა დროულად დადგინდეს ბრალდებული. დანიშნულია ექსპერტიზები. მიმდინარეობს გენეტიკური კვლების ნიმუშების აღება, რაც გამოძიებას ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნაში. ასევე, ტარდება კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ფაქტზე გამოძიება 109-ე და 236-ე  მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისში ცოლ-ქმარი ორი დღის წინ მოკლეს. შემთხვევა ზაჰესში მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics