|
2018-01-15 21:07:01, 5391 ნახვა
საზოგადოება სპეციალური ანონსი
16 იანვრის ანონსი
16 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და აპარატის თანამშრომლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში მიემგზავრებიან. დაგეგმილია შეხვედრები: 12:00 საათზე მაჩალიკაშვილების ოჯახთან, 13:30 საათზე ყოფილი კულტურის სახლში ადგილობრივ პედაგოგებთან და ქალთა საბჭოსთან, 15:00 საათზე უხუცესთა საბჭოსთან, ხოლო 16:00 საათზე, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდება. 16 იანვარს, 14:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი დევნილთა დახმარების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრებიან. მისამართი: მარშალ გელოვანი ქ.N6ა, სასტუმრო „ბომონდ გარდენი“ 16 იანვარს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამო და ოლიკო ჟღენტის წიგნის, "ნიღბის მიღმა" პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მსახიობის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც. მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა (მე-4 სართული)
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)