|
2018-01-15 12:48:53, 784 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამხედროები წვრთნებს ატარებენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, სამხედრო წვრთნები იმართება, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის „ძარცემის“ პოლიგონზე 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საველე წვრთნებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეუდგა. მეთაურების ხელმძღვანელობით სამხედრო მოსამსახურეები პოლიგონზე სასროლი იარაღის და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების უნარ-ჩვევებს დახვეწენ“, - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა. როგორც ასტაფიევმა აღნიშნა, წვრთნებში სამხედროები „ზასტავას“, „გრანატის“, „ორლანის“ და „ლეერის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად გამოიყენებენ. მისივე თქმით, მათი გამოყენებით სამხედროები ისწავლიან ტექნიკასთან მუშაობას, ეკიპაჟის კონტროლს და ასე შემდეგ. წვრთნებს ძირითადად მთიან და ტყიან ლოკაციბზე, დღისა და ღამის სხვადასხვა საათებში ჩაატარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)