20:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 14:16:35, 2236 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის პროკურატურამ აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

აზერბაიჯანში, ბალაკნის სასამართლოში თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ MeydanTv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურულია. დაცვის მხარემ ჟურნალისტების არ შეშვების საკითხი გააპროტესტა, თუმცა სასამართომ სხდომა მაინც დახურულად გამოაცხადა.

საქმის პროკურორმა აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მუხთარლის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

თავად ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ საქმე ფალსიფიცირებულია და მისი დაპატიმრება ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პირადი დაკვეთაა.

მედიის ცნობით, მოსამართლე განაჩენს 14:30-ზე გამოიტანს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics