23:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 17:18:59, 1829 ნახვა

კომენტარი
კილაძე: ტერაქტები საბედნიეროდ საქართველოში არ ხდება და ამას მგონი დაფასება სჭირდება

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის სოფიო კილაძის განცხადებით, საქართველო ტერორიზმთან ბრძოლას თავს კარგად ართმევს და ეს სამართალდამცველების დამსახურებაა.

როგორც კილაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, ის რაც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა. მან მაჩალიკაშვილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

"არ აქვს მნიშვნელობა გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო თუ არა დამნაშავე. ყველა შემთხვევაში ახალგაზრდის დაღუპვა არის ძალიან დიდი ტრაგედია და პირველ რიგში ეს ტრაგედია არის ოჯახისთვის. აბსოლუტურად ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება თავად საქმეს, ჩემთვის როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, როდესაც ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია და იქ ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი ზედმეტი იყო. დღეს ჩვენ ამ ურთულეს რეგიონში ვართ ქვეყანა, რომელიც ძალიან ეფექტიანად ებრძვის ტერორიზმს. მადლობა იმ ადამიანებს, რომელბიც მუხლჩაუყრელად მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების საპარპაშო ადგილი არ იყოს. ამის დამსახურებია, რომ დღეს ამერიკა აცხადებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მთელს მსოფლიოში. ჩვენი სპეცსამსახურები ეფექტიანად ახერხებენ იმას, რომ აღკვეთონ ტერაქტები. ეს ტერაქტები არა ერთ განვითარებულ ქვეყანაში განხორციელდა და ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს საბედნიეროდ საქართველოში არ ხდება და ამას მგონი დაფასება სჭირდება. არსებობს საკმაოდ ლეგიტიმური კითხვის ნიშნები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში. თუმცა, სამწუხაროდ ტერორიზმს აქვს ისეთი მხარდაჭერა დანაშაულებრივ წრეებში, რომ ისინი სამართალდამცველებისგან შეუმჩნევლად ახერხებენ ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლას. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში. ჩვენ ავიცილეთ ტერაქტი, მათ შორის მეზობელ ქვეყნებშიც, ჩვენი სამართალდამცველების ეფექტიანი მოქმედებით", - განაცხადა სოფი კილაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics