21:49 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 18:10:48, 1671 ნახვა

კომენტარი
პანკისის ხეობის უხუცესი: თემირლან მაჩალიკაშვილის აყვანა სროლის გარეშე იყო შესაძლებელი

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრის სოსო ქავთარაშვილის შეფასებით, თემირლან მაჩალიკაშვილის აყვანა "სროლის გარეშე" იყო შესაძლებელი.

როგორც უხუცესთა საბჭოს წევრმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა.

"დღევანდელმა ხელისუფლებამ კარგი საქმე არ ჩაიდინა. მისი აყვანა შეიძლებოდა თავისუფლად. მოსულიყვნენ და გამოიყვანდნენ ბავშვს. შეაღეს კარი, შევიდნენ ოთახში და მძინარე ახალგაზრდა მაშინვე დაცხრილეს. დღეს ჩვენ უძლური ვართ", - განაცხადა ქავთარაშვილმა.

უხუცესთა საბჭოს კიდევ ერთი წევრის ხაზო ხანგოშვილის თქმით, ხეობაში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.

"ჯერ პირველ რიგში უნდა დავკრძალოთ ეს ახალგაზრდა. ამის მერე გამოჩნდება რას ვიზამთ. უამრავი კითხვის ნიშანი გვაქვს ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.  მოკლეს ახალგაზრდა და მორჩა", - დასძინა ხანგოშვილმა.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ექპერტიზის შემდეგ, მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობაში დღესვე გადაასვენებენ. მას დუისში ხვალ დაკრძალავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics