23:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 15:55:52, 1582 ნახვა

სამართალი
ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა გრძელდება.

დღეს სასამართლომ იმ შუამდგომლობებს უნდა უპასუხოს, რომელიც გუშინდელ პროცესზე დააყენეს.

დღევანდელ პროცესზე  რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე, ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით,  საკუთარ პოზიციას ბრალდების მხარეც დააფიქსირებს.

ვინაიდან საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე გასაიდუმლოებულია.

მკვლელობაში ბრალდებულის, არასრულწლოვან გ.ჯ-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს.

„ჩვენ არა მარტო იმ მტკიცებულებაზე, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ სხდომაზე, არამედ გარკვეულ სხვა მტკიცებულებაზეც გვაქვს პრეტენზია, რომ ამ მტკიცებულებათა მოპოვების დროს არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, თუმცა ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე ამაზე ჩვენ ვაპირებთ, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს გავამახვილოთ ყურადღება. მიგვაჩნია, რომ ის მოთხოვნები, რაც გაწერილია საპროცესო კოდექსში და ქართული სისხლის სამართლის კანონმდებლობა რასაც მოითხოვს, გარკვეულწილად არის დარღვეული. ამაზე უფრო დეტალურად, არსებითი განხილვის სხდომაზე ვისაუბრეთ. მართალია პატივცემული პროკურორი ამბობს, რომ აქ მხოლოდ ორი დანა არის გამოყენებული და მეტი დანა არ ფიგურირებს, თუმცა ჩვენი მოლოდინი არის მას შემდეგ, რაც მივიღებთ ექსპერტიზის დასკვნებს აშკარად დადასტურდება, რომ არის ორზე მეტი დანა გამოყენებული“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

აღნიშნულს არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება. პროკურორის თქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მატერიალური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩხუბის დროს ორი დანაა გამოყენებული.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართა.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics