04:57 - 25 Jul, 2026
|
2018-01-10 12:21:35, 707 ნახვა
რეგიონი
ძლიერი წვიმის გამო, ხაშურსა და სურამში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, შიდა ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. წვიმამ განსაკუთრებული პრობლემები ხაშურსა და სურამში შექმნა. სტიქიის გამო, რამდენიმე ქუჩა და სახლი დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, არ არსებობს სანიაღვრე სისტემა და ძლიერი წვიმის დროს ქუჩები იტბორება. როგორც ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა განაცხადა, მოსახლეობა დატბორვას ძირითადად გადაურჩა. "თუმცა, რამდენიმე სახლში წყალი შევიდა, ძირითადად სათავსოებსა და სარდაფებში. ეს იყო ძირითადად სურამის ტერიტორიაზე. ასევე ქვიშხეთის ტერიტორიაზე. სამაშველო სამსახურების მუშვეობით და ადგილობრივი ძალებით მაქსიმალურად მოვახდინეთ შედეგების ლიკვიდირება მოვახდინეთ", - განაცხადა ხაშურის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)